ტყის სკოლა
გაკვეთილის გეგმის მოკლე
აღწერა
1.გაკვეთილის თემა
|
ოჩოპინტრეს გზავნილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
2.სწავლების საფეხური და კლასი
|
პირველი საფეხური, პირველი კლასი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
3.ინტეგრირებული საგნები. მასწავლებლების სახელი და გვარი
|
მათემატიკა , ბუნება ,ისტი
- ნუნუ მერაბიშვილი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
14
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
0
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით)
|
მათემატიკა: შეძლონ:
·
რაოდენობების
შესაბამისი სიმბოლოების შექმნა.
·
რიცხვებს
შორის დამოკიდებულებების დაკავშირება.
·
ყოფითი
დანიშნულების საგნებში დასახელებული გეომეტრიული ფიგურების მითითება.
·
მიმდევრობის
კანონზომიერების ამოცნობა და შევსება.
·
ბრტყელი
ფიგურების მოდელების ერთმანეთზე შეთავსება
ნახატის მისაღებად.
·
შკრება-გამოკლების
მაგალითების ამოხსნით ცხოველების აწყობა.
ბუნება: შეძლონ
·
დაინახონ
ადამიანის დაუფიქრებელი მოქმედების შედეგები.
·
გააცნობიერონ
,რომ ტყე ხეებისა და სხვა ცოცხალი ორგანიზმების საარსებო გარემოა.
·
ხელი
შეეწყოს ტყისადმი დადებითი და მზრუნველობითი დამოკიდებულების გამომუშავებას.
·
გაუღვივდეთ ეკოლოგიური თვითშემეცნების უნარი.
·
ბუნებაში
არსებული კანონზომიერების აღმოჩენის
უნარი.
·
გამოუმუშავდეთ
ეკოლოგიური, ესთეტიკური და უსაფრთხოების უნარ-ჩვევები.
ისტი-ი :
შეძლონ:
·
ისტის
გამოყენება შემოქმედებითი თვალსაზრისით
·
გამოყენება
მათემატიკური დავალებების ამოხნისას
·
გეომეტრიული
ფიგურების გამოყენებით ნახატის შექმნა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
მათემატიკა:
მიმართულება: რიცხვები
და მოქმედებები
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს
რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
·
ირჩევს და ქმნის მოცემული რიცხვის შესაბამისი რაოდენობის
საგანთა ერთობლიობას და პირიქით – მოცემულ საგანთა ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს;
·
კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა
მოდელის გამოყენებით.
მათ. I.2.
მოსწავლეს შეუძლია
რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.
·
ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან, განმარტავს
11-დან 20-მდე რიცხვების სახელდებას; ასახელებს მოცემული რიცხვის წინა და მომდევნო
რიცხვებს;
·
საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული
საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიციებზე განათავსებს საგნებს;
·
იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან
ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა,რიცხვებს
შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები
·
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას,
განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს
შორის დამოკიდებულებებს;
·
მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ
რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას; ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით
შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.
მათ. I.4. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან,
მცირე ზომის საგანთა გროვაში და ამოწმებს
თავის პასუხს;
·
აკავშირებს "-ით" მეტობა/ნაკლებობას შეკრება/გამოკლების
მოქმედებებთან და ახდენს ამის მოდელზე დემონსტრირებას;
მიმართულება:
კანონზომიერებები და ალგებრა
მათ. I.5.
მოსწავლეს შეუძლია
განავრცოს, წარმოადგინოს და ერთმანეთს შეადაროს საგნების პერიოდული განლაგებები
(მიმდევრობები)
· მიმდევრობის მოცემული
ფრაგმენტის მიხედვით ავსებს ამ მიმდევრობის რამდენიმე თანმიმდევრულ
ღია პოზიციას;
მიმართულება:
გეომეტრია და სივრცის აღქმა
მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა
და აღწერა
· ყოფითი დანიშნულების
საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს;
· შეარჩევს მითითებული
ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;
· აღწერს მითითებულ
გეომეტრიული ფიგურას (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).
მათ. I.7.
მოსწავლეს შეუძლია
ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.
· უთავსებს სხვადასხვა
ბრტყელი ფიგურების მოდელებს
ერთმანეთს
ნიმუშზე მოცემული გამოსახულების (ნახატის) მისაღებად;
· სწორად პასუხობს
კითხვებზე ობიექტთა
ურთიერთმდებარეობის
(მარჯვნივ/მარცხნივ, ზემოთ/ქვემოთ, წინ/უკან) შესახებ.
ბუნება:
მიმართულება: ცოცხალი
სამყარო
ბუნ.I.2.მოსწავლეს შეუძლია
აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
·
აჯგუფებს
ორგანიზმებს მცენარეებად და ცხოველებად და
აღწერს მათ განმასხვავებელ
ნიშნებს;
·
ცხოველების
და მცენარეების მრავალფეროვნების
გამოსავლენად სვამს კითხვებს
(მაგ.,
ერთნაირია თუ არა სკოლის ეზოში მდგარი სხვადასხვა ხის ფოთლები?) და ეძებს
პასუხებს.
მიმართულება: სხეულები და მოვლენები
ბუნ.I.3.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს/მოვლენებს
შორის მსგავსება და განსხვავება
არსებითი ნიშნების მიხედვით.
·
აღწერს და განასხვავებს ბუნებრივ სხეულებსა (მაგ.,
ხე, ქვა) და ადამიანის მიერ დამზადებულ საგნებს (მაგ., მაგიდა, აგური).
მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო
·
ხატავს სასწავლო გარემოს
შესაბამისი ობიექტებით (მაგ., სკოლის
შენობა, ეზო, საკლასო ოთახი).
ბუნ.I.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს დღე-ღამის მონაცვლეობასთან დაკავშირებული მოვლენები.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აღწერს ცხოველთა (მაგ.,
ღამურა, შინაური ცხოველები, მწერები) ქცევას დღე-ღამის განმავლობაში,
გადმოსცემს მისთვის საინტერესო ისტორიას
და აკეთებს ჩანახატებს.
ბუნ.I.6.მოსწავლეს შეუძლია ლოკალური გარემოს
აღწერა.
·
აკვირდება და აღწერს მის
გარშემო არსებულ ობიექტებს;
·
დაკვირვების საფუძველზე აღწერს ლოკალურ გარემოს და ქმნის ნახატებს.
მიმართულება:
ადამიანი და გარემო
ბუნ.I.7.მოსწავლეს შეუძლია პირადი
ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის
ელემენტარული წესების დაცვა.
· საუბრობს ცხოველებთან და მცენარეებთან უსაფრთხო ურთიერთობაზე;
· საუბრობს კომპიუტერით სარგებლობის ჰიგიენური ნორმების (კომპიუტერით
სარგებლობის ხანგრძლივობა, მანძილი მონიტორსა და მოსწავლეს შორის) დაცვის
აუცილებლობაზე.
ბუნ.I.8.მოსწავლეს
შეუძლია საკუთარი გარემოსადმი
დამოკიდებულების გამოხატვა.
· მონაწილეობს სასკოლო გარემოში ქცევის ელემენტარული წესების შემუშავებაში მასწავლებელთან ერთად და
იცავს მათ;
·
განასხვავებს სუფთა და დანაგვიანებულ გარემოს, სიტყვიერად ან
ჩანახატების სახით გადმოცემს საკუთარ განწყობას კონკრეტული გარემოს მიმართ;
·
იცავს გარემოში
სისუფთავეს და აღწერს ამ მიზნით საკუთარი ქმედების მნიშვნელობას
.
·
თანაკლასელებს
უზიარებს საკუთარ დამოკიდებულებას
საყვარელი ნივთების, მცენარეებისა და ცხოველებისადმი და ახასიათებს მათ მისთვის გამორჩეული
ნიშან – თვისებებით.
ისტ-ი:
მიმართულება: ძირითადი ცნებები და ოპერაციები
ის
ტექნ. I.1. მოსწავლე
ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებსა და ოპერაციებს.
·
ახდენს ციფრული მოწყობილობების დანიშნულებისა და მათი მოქმედების
ძირითადი პრინციპების გაგების დემონსტრირებას (კომპიუტერის ჩართვა, გადატვირთვა,
გამორთვა);
·
სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა
და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით
(მაუსი, touch-pad, კლავიატურა,
მონიტორი);
·
სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგალითად: ფაილის შენახვა მყარ დისკზე,
გარე დისკზე; flash-მეხსიერების
გამოყენება);
·
ამოიცნობს და ასახელებს სხვადასხვა ციფრულ საშუალებას
და მათზე საუბრისას, ასაკის შესაბამისად, სწორად იყენებს ტერმინოლოგიას.
ის
ტექნ. I.2. მოსწავლეს
შეუძლია სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული
პრობლემების გაცნობიერება.
·
აცნობიერებს, რომ ისტ-ის გამოყენების დროს აუცილებელია
მხოლოდ მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერისი ვირტუალური სივრცით სარგებლობა (მაგალითად, დაუშვებელია სოციალურ ვებ გვერდზე რეგისტრაცია,
სხვადასხვა ჩათის პროგრამებით სარგებლობა);
·
ავლენს დადებით დამოკიდებულებას ისტ-ის, როგორც თანამშრომლობის, საკუთარი ცოდნის გაღრმავების,
ინტერესებისა და მისწრაფებების განხორციელების, ნაყოფიერი შრომის მნიშვნელოვანი
ინსტრუმენტის მიმართ.
მიმართულება: ისტ რესურსების შექმნა
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი
საშუალებების გამოყენება
·
იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის
მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
·
ამზადებს და გამოსცემს
ორიგინალურ ნამუშევარს ელექტრონულ ფორმატში (მაგალითად, ქმნის ნახატს);
·
ქმნის თავისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი ციფრული ფორმატის პროდუქტს როგორც ინდივიდუალურად,
აგრეთვე თანაკლასელებთან ერთად; ასევე მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (მაგალითად, გარემოს დაცვის შესახებ პროექტის დამხმარე, თვალსაჩინო
მასალა)
ის
ტექნ. I.4. მოსწავლეს
შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების
გამოყენება
·
იყენებს კომუნიკაციის საშუალებებს მასწავლებლის მიერ
ჩატარებული აქტივობისას;
·
კომუნიკაციის საშუალებების
გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ.
ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ მას სხვებს უზიარებს / უცვლის.
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება
·
იყენებს ციფრულ საგანმანათლებლო
რესურსებს ამოცანების ამოხსნის, ცნებების, იდეებისა და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ
წარმოდგენის მიზნით (მაგალითად:
ვიზუალური მასალა, საგანმანათლებლო თამაშები
და სხვა);
·
იყენებს ისტ-ს სწავლის
გასაუმჯობესებლად და შემოქმედებითი პროცესის
წასახალისებლად.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
8. თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო
70 წთ.)
|
აქტივობა
1. მისალმება
- ჩვენი სცენარის გახსენება (5 წთ)
ჩვენი ღონისძიების მიხედვით
ზღაპრის გმირები ,,ტყის სკოლაში“ განაგრძობენ სწავლას, სწავლობენ
ყველაფერს და მათ შორის კომპიუტერსაც.
ერთხელ
კომპიუტერზე შეტყობინება
მოვიდა SOS - იჩქარეთ. რას უნდა
ნიშნავდეს ეს? .დაინტერესდნენ ტყის ბინადარნი. ტყეში ჩოჩქოლი ატყდა. უცებ
ეკრანზე გზავნილი გამოჩნდა .ეს შეტყობინება
ცხოველების მფარველის
ოჩოპინტრესგან იყო:
აქტივობა
2 . ოჩოპინტრეს გზავნილი ( 8წთ.)
(ყველა კითხულობს ცალკ-ცალკე, შემდეგ ერთი
ხმამაღლა)
ყველას , ყველას ,ყველას
განგაშია.
ტყე იწვის. გთხოვთ დატოვთ ტყე.
გასვლამდე დავალებები უნდა შეასრულოთ, გამოიცნოთ საკვანძო სიტყვაები , დაშიფრული
კოდი , რომლის გარეშე ტყიდან ვერ გახვალთ. თან რამდენიმე ცხოველი უნდა
გაიყვანოთ. რომელი ? თუ ერთად იქნებით
ყველა დაბრკოლებას გადალახავთ.
პატივისცემით
,
ცხოველების მფარველი ოჩოპინტრე
გაისმის კითხვა:
-
ვინააა
ოჩოპინტრე?
(შეიძლება
ვინმეს ნანახი ჰქონდეს საბავშვო ფილმი ,,ანო და ვანო“, ან იცოდეს ვინაა
ოჩოპინტრე. თუ არა და მასწავლებელი ახსენებს:
ოჩოპინტრე ცხოველების მფარველი მითოლოგიური
გმირია. მის გარეშე მონადირე ნადირს ვერ მოკლავდა. თავად უხილავი იყო. მონადირე
ხელცარიელი რომ არ დარჩენილიყო, ნადირობის დროს უნდა შეხვეწნოდა ოძოპინტრეს და
გამარჯვება ეთხოვა.
.
ოჩოპინტრეს არ მოსწონდა მისი ტყე რომ იწვოდა, მის ცხოველებსაც შეეხებოდა, ამიტომ
ყველას სთხოვდა ტყიდან გასვლას.
აქტივობა
3 . ხეთა თაყვანისცემა (2 წთ.)
მასწავლებელი უყვება ბავშვებს როგორ სცემდნენ
პატივს ჩვენი წინაპრები ხეს.
ჩვენი წინაპრების წარმოდგენით ბუნება
სულიერი არსებებით იყო დასახლებული. მიაჩნდათ რომ მცენარეებსაც საკუთარი მფარველი ღვთაებები ჰყავდათ. ქართველები
თაყვანს სცემდნენ ბუნების ღვთაებებს, განსაკუთრებით გავრცელებული იყო ხეთა
თაყვანისცემა, ანუ ხეთა მსახურება, თაყვანს სცემდნენ მუხის ცაცხვის, ფიჭვისა და
იფნის ღვთაებებსაც. ხეს თეთრი ძაფებით რთავდნენ და სურვილის ასრულებას
შესთხოვდნენ. ამ რიტუალს საქართველოს ზოგიერთ კუთხეშიც შეხვდებით, როცა ხის
ტოტები თეთრი ნაჭრებითა შემოსილი.
აქტივობა 4 .ძირითადი ნაწილი - ( 15წთ)
მათემატიკური
დავალებების შესრულება
მასწ. - ბავშვებო , როგორც შეტყობინებიდან ჩანს, სხვადასხვა მათემატიკური დავალებები უნდა შევასრულოთ, ამიტომ
მოგვეთხოვება ყურადღება, თან პირობის თანახმად თუ ერთი ვერ გააკეთებს მეორე ეხმარება,
რადგან ერთ კითხვასაც თუ ვერ ვუპასუხებთ ტყიდან ვერ გავალთ. უნდა გამოვიცნოთ
საკვანძო სიტყვები:
ბუკების საშუალებით ყველა ზღაპრის გმირს გადაეცემა დავალებები იმ მიმდევრობით როგორც სპექტაკლში
მონაწილეობდნენ:
მზე, ბუ, წიქარა, წითელქუდა, შვლის ნუკრი, წუნა
და წრუწუნა,კომბლე, ფიფქია, ჯუჯები, კონკია, ბურატინო, მელაკუდა.
ყველა
დავალება სლაიდ შოუზეა.
მეორე გაკვეთილი
აქტივობა
5 . სიტყვის ამოცნობა( 10 წთ)
მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს
ფურცლები, სადაც ყოველ ასო -ბგერას შეესაბამება შესაბამისი დავალების პასუხი.
ფორმატზე გადატანილია უჯრები და ხდება
შევსება.
აქტივობა
5 . ჯგუფური სამუშაო -
ცხოველების
აწყობა ფაზლებით (20 წთ)
მასწავლებელი ახსენებს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ
ჯგუფში. პატივი ვცეთ ერთმანეთს. ჯგუფებად დაყოფა ხდება გათვლით.
(4
ჯგუფია - თითოეულში 4 წევრი, ერთში
ორი წევრი )
ოჩოპინტრე გვთხოვს რომელი ცხოველების გადარჩენა გვევალება. ყველა
ჯგუფი ააწყობს თითო ცხოველს.
I ჯგუფი - სპილოს
II ჯგუფი - გველს
IIII
ჯგუფი -
დათვს IV ჯგუფი - ცხენს.
(შეიძლება სურვილის მიხედვით შეიცვალოს დაყოფის წესი)
ნიმუშები
ატვირთულია სლაიდ შოუზე.
აქტივობა
5 . რეფლექსია ( 5 წთ)
ბავშვებმა უნდა გააცნობიერონ ,თუ
რა დიდი მნიშველობა აქვს ადამიანისთვის ტყეს, ცხოველებს ,ამიტომ მათ დაცვა და
გაფრთხილება სჭირდებათ. ყველას მოეთხოვება უსაფრთხოების დაცვა, რომ ჩვენი
დაუდევრობის გამო არ გაჩნდეს ტყეში ხანძარი და არ გავანადგუროთ ის.
მასწავლებელი : როგორ ფიქრობთ რა არის ამისათვის საჭირო?
-
გავუფრთხილდეთ
ტყეს
-
არ
დავანთოთ ტყეში ცეცხლი
-
არ
გავჩეხოთ
-
ნაგავი
არ დავყაროთ
-
დავრგოთ
ერ ხე მაინც
. . . . . . . . . . .
გაკვეთილის ბოლოს შეიძლება
წაუკითხოთ მორის ფოცხიშვილის ლექსი ,,ხე
დარგე“. (შეიძლება ვინმემ იცოდეს).
თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,-
ქორწინების წინ ხე დარგე
შვილი გეყოლა ხე დარგ!
ხე დარგე, როცა მოიწყენ,
როცა მოილხენ ხე დარგე,-
ლელოს გაიტან , ხე დარგე
კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!
თუ ვერ დასწერე , რა უშავს,
ნურც რას იდარდებ, მეტადრე,
ხის დარგვა ხომ შეგიძლია,
შენც
ადექი და ხე დარგე!
გაკვეთილი მთავრდება კითხვებით:
·
რით
განსხვავდებოდა დღევანდელი გაკვეთილი სხვებისგან?
·
რა
მოგეწონათ ყველაზე მეტად?
·
რომელი
ჯგუფი იყო ყველაზე აქტიური?
·
როგორ
ეხმარებოდით ჯგუფში ერთმანეთს?
შეიძლება
მოვასმენინით სიმღერა ,,ტყე შეუნახე შვილებსა“
მესამე
გაკვეთილი
( სხვა დღეს)
კომპიუტერში
ხატავენ ტყეს, სადაც ჩანს როგორ უნდა გავუფრთხილდეთ მას, იყენებენ გეომეტრიულ
ფიგურებსაც. ნახატებით და სხვადასხვა სურათებით ვქმნით ვიდეო რგოლს. ,,პატარების ხმა სამყაროს“.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასება
|
ფასდება ინდივიდუალური და ჯგუფური სავარჯიშოების
შესრულება ყოველი მიცემული დავალების შემდეგ. რადგანაც პირველი კლასია და
სწავლების საფუძველი არის ურთიერთობა, კომუნიკაცია ბავშვებთან პოზიტიური
განწყობის შექმნა. შეფასება ხდება ძირითადად განმავითარებელი, წამახალისებელი
კომენტარებით.
(ძალიან გამახარე, ყოჩაღ, მშვენირად გახსოვს,
იყავი ძალიან აქტიური, თქვენი ჯგუფი ყურადღებით ისმენს დავალებას და ა.შ)
|
||||||||||||||||||||||||||||||||||
საკლასო მკენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსები
|
ფერადი ფურცლები, წებო,ფორმატი,
ფოტოაპარატი, 14 ბუკი.
მათემატიკური
დავალებები, სლაიდ შოუზე მომზადებული.
მათემატიკური
დავალებების პასუხების
შესაბამისი ასო-ბგერები.
ინფორმაციის
წყაროები(ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა)
პირველი
კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო, ავტორები: გ.გოგიშვილი, თ. ვეფხვაძე, ი.
მებონია. ლ. ქურჩიშვილი
ქართული
მითების სამყარო,ავტორი;ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე. მორის ფოცხიშვილის
ლექსი ,,ხე დარგე“.
კომპიუტერული
პროგრამები და რესურსები.
MS Windows XP
MS Word
Povier point
point
Classroom
Management
|
No comments:
Post a Comment