ინტეგრირებული და სამოდელო გაკვეთილები

სკოლა - 126-ე საჯარო
მასწავლებელი - ნუნუ მერაბიშვილი
კლასი  - I4
საკონტაქტო ინფორმაცია - ტელ. 599 41 79 00;
Email – nunu_merabishvili@yahoo.com
თარიღი - 02.10.2014
გაკვეთილის მთავარი თემა
ნულის თვისებები.ნულის მიმატება და გამოკლება.
საგანი
მათემატიკა
სწავლების საფეხური
პირველი საფეხური, პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
22
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         შეძლოს ნულის, როგორც შეკრების ნეიტრალური ელემენტის გააზრება.
·         ნულის-რიცხვზე მოქმედებათა კომპონენტის თვისებების გაცნობა.
·         შეძლოს რიცხვი 0-ის და მისი შესაბამისი სიმბოლოს ადეკვატური გამოყენება.
·         ისწავლოს ციფრ 0 -ის წერა.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
1.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
·      კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
·      გამოყოფს მითითებული რიცხვების  შესაბამისი რაოდენობების ჯგუფებს გროვაში (მაგალითად, გამოყოფს ათეულს გროვაში).
მათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.
·         ითვლის წინ/უკან ნებისმიერი რიცხვიდან,
·         საგანთა მოწესრიგებულ ერთობლიობაში ასახელებს მითითებული საგნის რიგს; მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიცებზე განათავსებს საგნებს;
·         იყენებს რიგობრივ რიცხვით სახელებს მოვლენათა ან ქმედებათა თანმიმდევრობის აღწერისას;
·         ადევატურად იყენებს ნულს და მის აღმნიშვნელ სიმბოლოს შესაბამის სიტუაციებში.
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
·      სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ",  "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
·      ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.


წინასწარი ცოდნა
შესწავლილი აქვთ რიცხვები 1-დან  10 -ის ჩათვლით .
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  ფასდებიან
 ზეპირი პრეზენტაციით
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით,
ბუკის გამოყენებით სავარჯიშოების შესრულებით.

რადგანაც პირველი კლასია, შეფასებას ვახდენთ ძირითადად წამახალისებელი კომენტარებით. (ძალიან გამახარე, ყოჩაღ, მშვენივრად გახსოვს, იყავი ძალიან აქტიური და .).
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბარათები რიცხვებით, მოსწავლის კომპიუტერი, გ. გოგიშვილის სახელმძღვანელო I კლასი.
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
 A ფაზა  10 წთ.
მასწავლებელს გამოჰყავს ცხრა მოსწავლე და დაფასთან სიმაღლის მიხედვით ამწკრივებს, ურიგებს ბარათებს რიცხვებით: ყველაზე დაბალს აძლევს ბარათს ერთიანით, შემდეგს -ორიანით და ა.შ ყველაზე მაღალს -ბარათს ცხრიანით.
მასწავლებელი მიმართავს კლასს:
-         შეხედეთ თქვენს მეგობრებს.
-         რა ნიშნის მიხედვით არიან დაწყობილნი?
-         ე.ი. დაწყობილნი არიან სიმაღლის ზრდის მიხედვით.
-         ყველაზე პატარას რა რიცხვი უჭირავს?
-         მეორეს?
-         ორი მეტია/ნაკლებია თუ ერთი?
-         მესამეს?
-         სამი მეტია/ნაკლებია თუ ორი?
-         ე.ი. რიცხვები დალაგებულია ზრდის მიხედვით, რადგან ყოველი მომდევნო რიცხვი  წინა რიცხვზე მეტია.
-         ახლა დათვლა დავიწყოთ რიცხვი ცხრიდან.
-         ყველაზე მაღალს რა რიცხვი უჭირავს?
-         მომდევნოს?
-         რვა მეტია/ნაკლებია თუ ცხრა?
-         მომდევნოს?
-         შვიდი მეტია /ნაკლებია თუ ცხრა? და ა. შ.
-         ე.ი. ამ შემთხვევაში რიცხვები დალაგებულია კლების მიხედვით,რადგან ყოველი მომდევნო რიცხვი ნაკლებია წინაზე.
B ფაზა. 15 წთ.
შემდეგ მასწავლებელი მიმართავს დაფასთან მდგომ მოსწავლეებს:
- დაჯდეს ის, ვისაც ცხრიანი უჭირავს.
- რამდენი მოსწავლე იყო დაფასთან?
- ახლა რამდენია?
- დაჯდეს ის ვისაც რვიანი უჭირავს.
- რამდენი მოსწავლეა დაფასთან?
- დაჯდეს ის, ვისაც შვიდიანი უჭირავს.
- რამდენი მოსწავლე დგას დაფასთან? და ა. შ.
როდესაც ყველა მოსწავლე დაუბრუნდება თავის ადგილს, მასწავლებელი მიმართავს კლასს:
-         დაფასთან არცერთი მოსწავლე აღარ დგას.
-         როდესაც არაფერი არ გვაქვს, ვწერთ ასე: 0
შემდეგ მასწავლებელი კითხულობს.
-         რამდენი დაფაა ჩვენს საკლასო ოთახში?
-         რამდენი ფანჯარაა?
-         რამდენი ტელევიზორია?
-         ჩვენს საკლასო ოთახში არ არის არც ერთი ტელევიზორი. ამიტომ ვიტყვით: ნული რაოდენობის ტელევიზორი.
-         შემდეგ აჩვენებს როგორ იწერება ნული  და  კითხულობს ლექსს:

მე ნული ვარ, დავდივარ და
ასი ფუთი დარდი დამაქვს,
რადგან, როცა მარტორკა ვარ,
არაფერი ფასი არ მაქვს!

ამიტომაც იმთავითვე
უცრემლოდ რო  ვჭამო ლუკმა,
სულ ჩემს ცხრა ძმას ვეფერები
სულ მათ დავდევ წინ და უკან.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს ბუკების გამოყენებით   შევიდნენ საგანმანათლებლო თამაშშიქამა ბუკშიდა იპოვნონ რიცხვი 0.
მასწავლებელი  მოსწავლეებს უზიარებს შემდეგ სავარჯიშოებს:




კრიტერიუმი
დაბალი
საშუალო
მაღალი
მსჯელობა
ვერ ახერხებს მსჯელობას  საკითხის ირგვლივ
ნაწილობრივ შეუძლია საკითხის ირგვლივ მსჯელობა
ლოგიკურად და თანმიმდევრულად მსჯელობს საკითხის ირგვლივ

აზრის ჩამოყალიბების უნარი
მეტყველებს შეცდომით,
არ  შეუძლია  მარტივი წინადადებების გამართვა
უჭირს მარტივი წინადადებების გამართვა
 მეტყველებს სწორად და უშეცდომოდ. შეუძლია ზრის დამოუკიდებლად ამოყალიბება
აქტიურობა/ჩართულობა
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
ასრულებს მხოლოდ მისთვის საინტერესო დავალებებს
აქტიურად არის ჩართული მთელ საგაკვეთილო პროცესში
ბუკის გამოყენება
არ შეუძლია დამოუკიდებლად ბუკის გამოყენება
შეუძლია ბუკის მოხმარება , თუმცა ხშირად საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
დამოუკიდებლად შეუძლია ბუკზე მუშაობა ნებისმიერი აქტივობის შემთხვევაში.



სკოლა  -  126-ე  საჯარო
მასწავლებელი -  ნუნუ მერაბიშვილი
კლასი   - I4
საკონტაქტო ინფორმაცია - ტელ. 599 41 79 00;
ჩატარების თარიღი  6.03.2015
გაკვეთილის თემა
მანანა  ტონიას ,,ყველაზე ძვირფასი დედიკო“
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური და კლასი
პირველი საფეხური, I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
22 მოსწავლე, ამათგან 1 სსსმ სწავლებაშია ჩართული.
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია, რადგან მოსწავლეები:
·         ილუსტრაციებზე დაყრდნობით გამოთქვავენ ვარაუდებს,
·          მუშაობენ ტექსტზე.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები

·         წიგნის სტრუქტურის გაცნობა(თავფურცელი, სათაური, ავტორი, ძირითადი ტექსტი, ილუსტრაცია)
·         სწორი და ხმამაღალი კითხვის ჩვევის დაუფლება;
·         გაბმულ მეტყველებაზე ვარჯიში;
·         საკუთარი აზრის გამოხატვა წაკითხულის მიმართ.
შედეგი
·         მოსწავლემ შეძლოს: :                                                                     მცირე  ზომის ტექსტის წაკითხვა ხმამაღლა;
·         აღწეროს ნაჩვენები ილუსტრაცია და გამოთქვას ვარაუდები;
·         მოცემული ტექსტიდან უპასუხოს შეკითხვებს;
·         დაახასიათოს პერსონაჟები .
ქართული

ზეპირმეტყველება
ქართ.I.2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·          მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.
კითხვა
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         თავისუფლად ცნობს ხშირად გამოყენებული  სიტყვის ორთოგრაფიულ ხატს.
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
·         ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
·         ცნობს ანბანის ყველა ასოს.
ქართ.I.7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა;
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას.

ქართ.I.10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები
·         კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს (მაგალითად, თითს ან თვალს აყოლებს ტექსტს);
·         განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
·         განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ  ნაწილებს (ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).

ქართ.I.11. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურის აღქმა;
·         ტექსტში ამოიცნობს აბზაცის, სტროფის, წინადადების დასაწყისსა და დასასრულს;
·         მთლიანობაში აკვირდება ტექსტის კომპოზიციურ აგებულებას და ასახელებს ტექსტის მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურს, ილუსტრაციას, წარწერას, აბზაცს, ლოგოს, ტიპოგრაფიულ მახასიათებლებს, მაგ., მსხვილ შრიფტს და სხვ.);
·         პოულობს სასვენ ნიშნებს .
წინასწარი ცოდნა
იციან ანბანის ყველა ასო;
 კითხულობენ მცირე ზომის მარტივ წინადადებებს;
შეუძლიათ მარტივი წინადადებით აღწერონ ილუსტრაცია;
 იციან წინადადება, სიტყვა, მარცვალი.

გამოყენებული მეთოდები და აქტივობები
·         გამოწვევა - დიდი წიგნის წარდგენა
·         გასეირნება ილუსტრაციებში და ვარაუდების გამოთქმა
·         მასწავლებლის მიერ ხმამაღალი კითხვა
·         ერთობლივი კითხვა
·         კითხვა მინიშნებებით
·         ამოკითხვა  მუყაოს  ან ჩარჩოს გამოყენებით
·         უცხო სიტყვების ახსნა
·         შეკითხვების დასმა
·         ლექსები დედაზე

შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  ფასდებიან
 ზეპირი პრეზენტაციით
საგაკვეთილო პროცესში ჩართულობით,

რადგანაც პირველი კლასია, შეფასებას ვახდენთ ძირითადად წამახალისებელი კომენტარებით. (ძალიან გამახარე, ყოჩაღ, მშვენივრად გახსოვს, სწორად წაიკითხე, იყავი ძალიან აქტიური, კარგად   გამოხატე შენი აზრი,  და .).
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
დიდი წიგნი, მუყაოს  ჩარჩო, ამოჭრილი მუყაოს ჩარჩო.საჩვენებელი ჯოხი.
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
A ფაზა
აქტივობა 1 . გამოწვევა  - დიდი   წიგნის  ჩვენება
ვაჩვენებ  ჩემს მიერ შექმნილ დიდ წიგნს და ვსვამ კითხვას:
-         რით განსხვავდება ეს წიგნი სხვა წიგნებისგან?
(უფრო  დიდია, დიდი ასოებით წერია, განსხვავებულია,)
-         გავიხსენოთ რა აქვს წიგნს?
(წინა და უკანა მხარე, ყდა და მისი ელემენტები, ტექსტი, სათაური, ავტორი, მხატვარი, რედაქტორი, ილუსტრაცია და ა. შ)
-         წიგნს აქვს მიმართულება (დასაწყისი და დასასრული).
(კითხვას ვიწყებთ მარცხნიდან მარჯვნივ და მივყვებით ზემოდან ქვემოთ).
-         ტექსტი შედგება სიტყვებისგან. თითოეული სიტყვა შეიცავს გარკვეულ აზრს. სიტყვების ერთობლიობა ქმნის წინადადებას.
-         სიტყვები შედგება მარცვლებისა და ასოებისაგან, რომლებიც აზრს არ გამოხატავენ.
-         ტექსტში გვხვდება სასვენი ნიშნები. თითოეული სასვენი ნიშანი გარკვეულ როლს ასრულებს.
-         სათაურის განხილვა და ვარაუდების გამოთქმა. გარეკანის სურათის მიხედვით .


B ფაზა
აქტივობა  2. გასეირნება ილუსტრაციებში
მოსწავლეები სურათების ს მიხედვით გამოთქვამენ აზრს.
აქტივობა  3. ტექსტის კითხვა
-         ვკითხულობთ ტექსტს.
-         კითხვისას ვჩერდები და აქცენტს ვაკეთებ წინასწარ მოსწავლეების მიერ სურათების მიხედვით გამოთქმულ ვერსიებზე, რომლებიც გამართლდა.
ვიყენებ კითხვის რამდენიმე მეთოდს:
1.      ექოს ტიპის კითხვა
ჯერ  კითხულობს  მასწავლებელი, შემდეგ  ბავშვები.
2.      მონაცვლეობითი კითხვა
ხან კითხულობს  მასწავლებელი, ხან ბავშვები.
3.      მინიშნებითი კითხვა
წაიკითხონ  ბიჭებმა,
წაიკითხონ გოგონებმა,
წაიკითხოს იმან , ვისაც უყვარს ძაღლი,
წაიკითხოს იმან  ვისავ ჰყავს და-ძმა და .ა. შ.
4.      მუყაოს ფურცელს ვადებ და იმ სიტყვას ამოიკითხავენ , თუ ვერ შეძლეს, ვაჩვენებ პირველ ასოს.
5.      ჩარჩოს  გამოყენებით იმ სიტყვას ამოიკითხავენ , რომელიც მჭირდება.
აქტივობა 4. უცხო სიტყვების ახნა
სორო - სახლი ,სადაც ცხოვრობს კურდღელი, მელაკუდა.
თავაზიანი - ზრდილობიანი, მორიდებული
მოკრძალებული - მორიდებული, გაუბედავი
ირგვლივ - ყოველი მხრიდან, აქეთ-იქით
გაქრობა - გაუჩინარება, დაკარგვა.

აქტივობა 5. შეკითხვების დასმა
-         ვინ არის მოთხრობის მთავარი გმირი?
-         რატომ წავიდა ჭიამაია ყვავილების დასაკრეფად?
-         ვის შეხვდა გზაში?
-         რატომ დაიწყო ტირილი?
-         როგორ ფიქრობთ , უნდა  წასულიყო  თუ არა ჭიამაია ყვავილების დასაკრეფად?
-         თქვენ  როგორ  დაასრულებდით  მოთხრობას?
-         ვის შეიძლება შეხვედროდა კიდევ ტყეში?
-         ეს ამბავი გამოგონილია თუ ნამდვილი?
C ფაზა რეფლექსია
რით განსხვადებოდა დღევანდელი გაკვეთილი სხვა გაკვთილებისაგან?
რა  იყო ყველაზე მთავარი მოთხრობაში?
(სანამ პატარა ხარ  დედის დაუკითხავად არ შეიძლება არსად წასვლა, რადგან შეიძლება ცუდი რამ შეგემთხვეს.)
აქტივობა 6. ლექსები მიძღვნილი დედებისადმი
რადგან მოთხრობა იყო დედაზე,გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა ლექსები მიუძღვნეს დედებს.


No comments:

Post a Comment