ტრენინგები და კონფერენციები

კონფერენციაზე წარდგენილი პროექტი 



                  


                 


კონფერენციისწერილობითი ანგარიში


კონფერენციის  დასახელება -   პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლების კონფერენცია თემაზე: „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“.
ჩამტარებელი ორგანიზაცია  -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ჩატარების ადგილი  -  თბილისის მასწავლებლის სახლი.
ჩატარების დრო  -  2013 წლის     21-22              ივნისი.

დღის წესრიგი“  21 ივნისი
·         კონფერენციის რეგისტრაცია.
·         კონფერენციის გახსნა.
·         მასწავლებლებთა მოხსენებები.
·         შესვენება.
·         მასწავლებლებთა მოხსენებები.
·         კონფერენციის პირველი დღის შეჯამება.


                                   22 ივნისი
·         მასწავლებლებთა მოხსენებები.
·         შესვენება
·         მასწავლებლებთა მოხსენებები.
·         კომპანია,,ინტელის“ პროგრამა. ინტელის სასწავლო პროგრამა: ,,ძირითადი კურსი“-ის პრეზენტაცია.
·         კონფერენციის  შეჯამება.



ნაწილი 2 - მიზანი და ამოცანები
კონფერენციის მიზანი იყო სქემაში ჩართული მასწავლებლების შეხვედრა. მათი პროექტების გაცნობა . როგორ ახორციელებენ სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები თავიანთ პროექტებს, რა ხერხებს და მეთოდებს იყენებენ ამისთვის. როგორ უწყობს ხელს პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს სწავლაში, რა ამოცანებია საჭირო ,რომ ის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველა  პედაგოგისთვის..
ნაწილი 3 - რეზიუმე
ორი დღის განმავლობაში  დაახლოებით ორმოც  პროექტს  მოვუსმინეთ. ზოგიერთი გამომსვლელი მართლაც კარგად და დასაბუთებულად გადმოსცემდა თავის აზრს. ზოგს უჭირდა თავისი აზრის გამოხატვა .განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ის , რომ პედაგოგებს უჭირდათ დროის ლიმიტის დაცვა. მეც კი ვერ ჩავეტიე დროის რეგლამენტში. მე ვფიქრობ ეს პრაქტიკის ბრალია.
                  აღსანიშნავი იყო ბატონ კახას კრიტიკული შენიშვნები, მეც ველოდი რომ დამისვავდა კითხვებს, მაგრამ რატომღაც  არ დამისვა. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ნაკლები იყო პროექტები, რომელიც მათემატიკას  შეეხებოდა.თუმცა გარკვეული დოზით ჰქონდათ გამოყენებული, მათემატიკა ხომ ის საგანია რომელიც ყველა სფეროს მოიცავს და ყველა ადამიანის ცხოვრებაშია შეჭრილი .აქედან გამომდინარე ჩემი პროექტი  საინტერესო  აღმოჩნდა ბევრისთვის, რაც გამოსვლის შემდეგ აუდიტორიაში ყოფნისას მათ მიერ დასმულ კითხვებში გამოიხატებოდა. ჩემი პროექტის თემაა: ,,იმოგზაურე მათემატიკის  სამყაროში“.
                  ჩემი პროექტის მთავარი ამოცანა იყო შეგვექმნა  მათემატიკური ჟურნალი, რომელშიც შევიდოდა ბავშვების მიერ მოძიებული ციფრების ისტორია, მათემატიკური ანდაზები, მათ მიერ შედგენილი კროსვორდები, საინტერესო ამბები, მათემატიკური ზღაპრები და მოთხრობები, ნახატები - მათი თვალით დანახული მათემატიკა  და ყველაზე მთავარი - სხვადასხვა საინტერესო თემები მათემატიკისა და მათემატიკოსების შესახებ, რომლებსაც წარმოადგენდნენ     საპრეზენტაციო გაკვეთილისათვის.   გარდა ამისა, ვფიქრობდი  შემეჯამებინა და გადამემოწმებინა გასული 4 წლის მასალა, რისთვისაც დავგეგმე პროექტი. ასეთი პროექტის განხორციელებას რამდენიმე გაკვეთილიც კი არ ეყოფოდა. ამიტომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რამდენად მნიშვნელოვანია პროექტული სწავლება სკოლაში. გარდა ამისა, პროექტული სწავლებისას მოსწავლეები უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ხალისით ასრულებენ თავიანთ დავალებებს.
         კონფერენციაზე საუბარი იყო იმაზეც, რომ პედაგოგებს უჭირთ  თემების შერჩვა. არის საკითხები რომლის გადაჭრა გაკვეთილზეც შეიძლება, მაგრამ  პედაგოგი  პროექტის განხორციელებას  ამჯობინებს. ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი რამის  დანერგვაა  საჭირო, განსაკუთრებით შეფასებისა და თვითშეფასებისა. პროექტის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვისა, რომ ის მომავალ საქმიანობაში გამოიყენო.

ნაწილი 4 -  ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება

           ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ  ხვდები კოლეგებს. უამრავი პროექტი მოვისმინე რომლებიც დამეხმარება ახალი პროექტების უკეთ დაგეგმვისა და პრეზენტაციისათვის.გარკვეულ დროში მთავარი ინფორმაციის წარმოჩენაში.  კოლეგებთან თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლაში.
                  საინტერესო იყო ,,ინტელის“ პროგრამის გაცნობა   ,რომლის მთავარი მიზანია  21-საუკუნის  უნარ-ჩვევების განვითარება, როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ  დაგვეხმარება ეს პროექტები სასწავლო სტანდარტის მიღწევაში და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.




ხელმოწერა:საქართველოს საწავლო ცენტრ  ჯი ელ სის
                                                         დაწყებითი   კლასების     მასწავლებელი    ნუნუ მერაბიშვილი



თარიღი:       25 ივნისი,  2013 წელი

    ტრენინგი  - წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე. ამ        ტრენინგის შემდეგ შევქმენი დიდი წიგნი ერთობლივი კითხვისთვის და  გაკვეთილის        ,,კედარი“ სლაიდშოუ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.


ტრენინგის

დასახელება:
წიგნიერების კომპეტენციის განვითარება სადამრიგებლო საათზე.


ორგანიზაციის
დასახელება
(ვის მიერ იყო ორგანიზებული)

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი


((საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

ტრენინგის
ჩატარების
ადგილი:
სსიპ ქალაქ თბილისის 126 საჯარო სკოლა
2014 წელი , 14, 15, 16 ნოემბერი

ტრენინგის
ხანგრძივობა:
3 დღე.

მიზანიდა

ამოცანები
კითხვისა და წერის უნარების განვითარება
როგორ  და რა მეთოდებით მივაღწიოთ დაწყებით საფეხურზე
კითხვისა და წერის უნარების განვითარებას.


წარდგენადაგაცნობა:ტრენერი ტრენინგის დაწყებისთანავე გაგვეცნო და ტრენინგის თითოეულმა მონაწილემ მოკლედ წარმოადგინა საკუთარი თავი.ტრენინგის მიზნები, მისაღწევი შედეგები, განრიგი, მუშაობის ფორმები, და წესები,საორგანიზაციო საკითხები: ტრენერმა წარმოგვიდგინა პროგრამის პრეზენტაცია: : ტრენინგისმიზნები, მისაღწევიშედეგები, მოკლედგაგვაცნოდღისწესრიგი, , ასევევისაუბრეთსაორგანიზაციოსაკითხებზედააქტივობებზე. ტრენინგისმონაწილეებსჰქონდათსაშუალებადაესვათტრენერისთვისსასურველიდამნიშვნელოვანიკითხვები.
ტრენერმა ისაუბრა წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე სადამრიგებლო საათზე და აღნიშნა,რომ დამრიგებლის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში,პიროვნული, ზნეობრივი, გონებრი ვი და  ფიზიკური შესაზლებლობის განვითარებაში.დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას,უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
           სადამრიგებლო საათის მიზანია, მოსწავლის კრიტიკული ,ანალიტიკური, შემოქმედებითი აზროვნებისა და წიგნიერების კომპეტენციის განვითარება.
წიგნიერების კომპეტენციის განვითარებაზე მუშაობისა უნდა მოხდეს ზრუნვა შემდეგ კომპონენტებზე:
·  წაკითხულის განხილვა -გააზრება;
·  კითხვის ტექნიკის გაძლიერება;
·  ანალიზის, მსჯელობის და შემოქმედებითი უნარების განვითარება.

დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების განვითარება
დ)თანამშრომლობის პრინციპი.
   პირველ დღეს ვისაუბრეთ ემერჯენტულ წიგნიერებაზე. ემერჯენტული წიგნიერების კონცეფციის თანახმად , ზეპირ და წერით მეტყველებისათვის საჭირო უნარები ჩვილობის ასაკიდან იწყებს განვითარებას და თანდათან იხვეწება.ამგვარად კითხვისა და წერის უნარების ადრეულ გამოვლინებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ბავშვის შემდეგი ქცევები: ბავშვი ისმენს სხვების მიერ მოყოლილ ისტორიებს, მანამდეც, სანამ თავად დაიწყებს გაბმულ მეტყველებას;ჯღაბნის ფურცელზე,სანამ წერად დაიწყებდეს, ვითომ კითხულობს და ფურცლავს წიგნს, სანამ ნამდვილ მკითხველად ჩამოყალიბდება.
   მასწავლებელი ნაბიჯ-ნაბიჯ უვითარებს კითხვისა და წერის უნარებს, თანატოლებთან ურთიერთობისას კი ბავშვები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობენდა უზიარებენ ერთმანეთს მოსაზრებებს,,რაც აგრეთვე ეხმარება წიგნიერების განვითარებას.
მშობლები და მასწავლებლები ამ პერიოდში ბავშვებს წიგნიერების განვითარებაში ეხმარებიან,შესაბამისი გარემოს შექმნით, კერძოდ:
1.ბეჭდური საშუალებებით მდიდარი გარემო.
2.ზეპირი სამეტყველო სიტუაციებით მდიდარი გარემო
3.მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობა
4. სიმბოლური რეპრეზენტაციის სხვადასხვა მაგალითი
5.წერის თვითნებური ექსპერიმენტები
6.კითხვის თვითნებური ექსპერიმენტები.
  მეორე დღეს ვისაუბრეთ როგორ წარვმართოთ ,,სადამრიგებლო საათზე“ წიგნიერების კომპეტენციის განვითარება?
  პირველ რიგში , მნიშვნელოვანია შევუქმნათ მოსწავლეებს სასიამოვნო გარემო, ,,სადამრიგებლო საათი“ სასურველია განსხვავდებოდეს ჩვეულებრივი გაკვეთილისაგან. თუ ჩვენ გვსურს რომ აღნიშნულ საათზე ხელი შევუწყოთ წიგნიერების კომპეტენციის განვითარებას, პირველ რიგში უნდა ვეცადოთ, რომ პატარებმა ტექსტის შესწავლის გარეშე, ამბის მოსმენისგან მიიღონ სიამოვნება. ამიტომ სანამ პატარა მოსწავლეები კითხვას დამოუკიდებლად შეძლებენ, მანამდე შეგვიძლია თავად წავუკითხოთ ტექსტი.შევთავაზოთ ილუსტრაციების შექმნა.მათზე დაყრდნობით სცენების გათამაშება.აგრეთვე შეგვიძლია კლასში შევიტანოთ ბავშვებისათვის საინტერესო თემა,რაზედაც ბავშვები, გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს.
         თუ ბავშვები დამოუკიდებლად კითხულობენ,აუცილებელია ტექსტის წაკითხვამდე გავაცნოთ მოსწავლეებს ტექსტის კონტექსტი, ვკითხოთ,თუ რა იციან მათ მოთხრობაში,ლექსში აღწერილი მოვლენების შესახებ.
ტრენერმა აღნიშნა, რომ არსებობს მეთოდები, სტრატეგიები, რომლითაც დავეხმარებით პატარებს გააზრებული კითხვის,მსჯელობის,პრეზენტაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაში.
ეს მეთოდები და სტრატეგიები განვიხილეთ ცალკ-ცალკე.
კითხვის ეფექტური მეთოდები

·  ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება,
·  ტექსტის ჩარჩოები
·  კითხვა და გაგება წყვილებში
·  სიტყვათა კლასიფიკაცია
·  სილუეტური თოჯინების თეატრი
·  კროსვორდების შევსება
·  სიტყვების და ნახატების დაწყვილება
·  ზღაპრის/მოთხრობის ჩარჩო
·  აფიშის/წიგნის ყდის/ დამზადება
·  ცოცხალი სურათები
·  დავხატოთ -აღვწეროთ -დავწეროთ
·  რა მასწავლა მეგობარმა?
·  სინონიმთა და ანტინიმთა წრე
·  თხრობა სხვადასხვა ინტერპრეტაციით
              ნიშნების დასმა
დაასათაურე ეპიზოდი და გადმოეცი მისი მოკლე შინაარსი.
იდუმალი ყუთი, მხიარული ბანქო , დიორამა,უცნობი ტექსტის კითხვა, გრაფიკული მაორგანიზებელი : მიზეზშედეგობრიობის სქემა, საჭირო სიტყვების ნუსხა,ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა,ფერადი სიტყვა,სიტყვების აწყობა,ანბანი წრეში,ტექსტის/ლექსის აწყობა.

მესამე დღეს შევასრულეთ პრაქტიკული სამუშაო.განვიხილეთ   მოთხრობები: ,,უკუთხო და უკუნჭულო ქვეყანა“, ყავარჯენი.


8
9
ტრენინგის

მნიშვნელოვნები

სდასაბუთება:
აღნიშნული ტრენინგი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო . მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მეთოდი ჩემთვის ცნობილი იყო. ახლებურად შევხედე და გავიაზრე.
ყველაფერი ძალიან მომეწონა. ტრენინგში მონაწილეობამ მ ომცა სტიმული და გამიზარდა ახალი იდეების,ინოვაციების განხორციელების მოტივაცია.
   სწავლისა და სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებისათვისგადავწყვიტე ჩემი პატარებისათვის შემექმნა:
1. ,,დიდი წიგნი ერთობლივი კითხვისთვის“.
2. გავაკეთე  გაკვეთილის ,,კედარი“ სლაიდშოუ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით.

პედაგოგი
ნუნუ მერაბიშვილი
თარიღი
18.11.2014

No comments:

Post a Comment